თავში

"პატრიოტთა ალიანსი" NDI-სა და IRI-ს საქართველოში საქმიანობის დასრულებას ითხოვს

"პატრიოტთა ალიანსი" NDI-სა და IRI-ს საქართველოში საქმიანობის დასრულება
პატრიოტთა ალიანსი NDI-სა და IRI-ს საქართველოში საქმიანობის დასრულებას ითხოვს

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან აქციას მართავს და ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციების NDI-სა და IRI-ს საქმიანობის დასრულებას ითხოვს. 

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, ეს ორგანიზაციები ტყუილის გავრცელებას ემსახურებიან. 

"მივმართავთ აშშ-ის ხელისუფლებას, დავიღალეთ, შეურაცხყოფილი ვართ ხალხი. დაიწყოს გამოძიება ჩვენი სახელმწიფოს სათანადო სტრუქტურებმა, კორუფიცია არის, როცა ხდება შედეგების გაყალბება. ჩვენ არ ვართ პოლიგინი, სადაც ცდები უნდა ატარო. ვითხოვთ, აიკრძალოს „ენდიაის“ და „აირაის“ საქმიანობა საქართველოში, დამთავრდეს ეს ტყუილი. დღევანდელი აქციის მოთხოვნებს, რეალურ რეიტინგებს, „ენდიაის“ შესახებ ნდობის მაჩვენებელს, რომ არ ენდობა ხალხი მათ, მივაწვდით კონგრესმენებსაც, სენატორებსაც, ევროდეპუტატებსაც, ყველას, ვიმოქმედებთ ისე , რომ ერთად დავიცვათ საქაართველო“ ,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

"პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელთა თქმით, NDI და IRI საქართველოში ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system