თავში

"პატრიოტთა ალიანსის" აქცია დასრულდა

​"პატრიოტთა ალიანსის" აქცია დასრულდა
პატრიოტთა ალიანსის აქცია დასრულდა

"პატრიოტთა ალიანსის" აქცია ოპერისა და ბალეტის თეატრთან დასრულდა. პარტიის ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა აქციის მონაწილეებს სამოქმედო გეგმა გააცნო.

მისი განცხადებით "პატრიოტთა ალიანსი" საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გამართავს საპროტესტო აქციას, ხოლო შემაჯამებელი დიდი აქცია თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

„ამაზე ორჯერ და სამჯერ მეტი უნდა მოვიდეთ, არ უნდა დავიღალეთ. იქით ვინც მოტყუებული ხალხი დგას, აქეთ უნდა გადმოვიდეს, მოტყუებული ხალხი იქიდან აქეთ გადმოვიდეს, გაიგონ უნდა, არასოდეს არ შეიძლება ჩვენ ვიყოთ იქ, სადაც არიან ისინი, ეს უბრალო რამეა. ის ხალხი არ იბრძვის ამ ქვეყნისთვის, ორი ბოროტი ჭამს ერთმანეთს. იქიდან არის ბოროტი – „ქართული ოცნება“, რომელსაც ქვეყანა ახლა აქვს დასაკუთრებული, აქედან დგას ბოროტება, რომელსაც ჰქონდათ დასაკუთრებული და დაბრუნება უნდათ, რომ კვლავ დაისაკუთრონ. არ შეიძლება მანდ დგომა, ეგ ხალხი არც ერთი არ იბრძვის საქართველოსთვის, ამიტომ აქ, აქ უნდა იდგეს ყველა, აქ, სადაც ქართველი ხალხია“, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system