თავში

"პატრიოტთა ალიანსმა" მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

"პატრიოტთა ალიანსმა" მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
პატრიოტთა ალიანსმა მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

პარტია "პატრიოტთა ალიანსმა" თავისუფლების მოედანზე აქცია გამართა სადაც მხარდაჭერებს საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატები გააცნეს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა აქციაზე განაცხადა, რომ მათ 900 000 აუდიო ჩანაწერი აქვთ, რომელიც ადასტურებს, რომ მათი პარტია ყველაზე რეიტინგულია და არჩევნებზე ხმათა უმრავლესობას  მოიპოვეს.

"ჩვენ გვაქვს 900 000 აუდიო ჩანაწერი, ეს უტყუარი მტკიცებულებაა, ჩვენ ვუსწრებთ ერთად აღებულს „ქართულ ოცნებას“, მას მხოლოდ 13% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას 3%-ზე ნაკლები აქვს, ყველა დანარჩენს 1%-იც არ აქვს, შეკრიბონ ამდენი ხალხი, ვერ შეკრებენ, ამიტომ ყველა გაერთიანდა და გვებრძვის, ყველამ ერთად უნდა დავანგრიოთ ისინი!“ - განაცხადა თარხან-მოურავმა.

მაჟორიტარობის კანდიდატების სია ასე გამოიყურება:

თბილისი:

მთაწმინდა - მალხაზ თოფურია

ვაკე - ნანა დევდარიანი

საბურთალო - კახა ძაგანია

სამგორი - გურამ ნიკოლაიშვილი

დიდუბე - არჩილ ბელიძე

ნაძალადევი - ირმა ინაშვილი

გლდანი - მერაბ ჭიქაშვილი


გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღი - სოსლან გარსევანიშვილი

თელავი, ახმეტა ყვარელი, ლაგოდეხი - იოსებ პარწიკელაშვილი

მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი - იოსებ შატბერაშვილი

რუსთავი - პაატა ჯიბლაძე

მარნეული, გარდაბანი - მახილ უსუბოვი

ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა - მაია ცაბუტაშვილი

კასპი და გორი - კობა ვაზანაშვილი

ხაშური და ქარელი - ელიბო ტატურაშვილი

, ახალციხე, ადგიენი, ბორჯომი ასპინძა - დავით გოგიჩაიშვილი

ახლქალაქი, ნინოწმინდა - ატრაშე აკობიანი

ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია - ერეკლე საღლიანი

საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული - გიორგი კასრაძე

ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონი, ბაღდადი - ოთარ შაორშაძე

სამტრედია, წყალტუბო, ვანი, ხონი, - ირაკლი კობრავა; ზუგდიდი- ოთარ ჭითანავა

ქუთაისი - ნონა ასათიანი

ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური - შოთა გოგიბერიძე

წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, აბაშა - ვიქტორ ცაავა

ფოთი, ხობი, სენაკი - თემურ ფაჩულია

ბათუმი - ზაურ გაბაიძე

ქობულეთი - ამირან კაკიძე

ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო - ზორბეგ ბერიძე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system