თავში

პავილიონისის ვიზიტმა ჩვენი ქვეყნის იმიჯი დააზარალა - ლიეტუვის პრეზიდენტი

პავილიონისის ვიზიტმა ჩვენი ქვეყნის იმიჯი დააზარალა - ლიეტუვის პრეზიდენტი

ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში ვიზიტს ლიეტუვის პრეზიდენტი გამოეხმაურა.

გიტანას ნაუსედას განცხადებით, პავილიონისის ვიზიტის გამო, ლიეტუვის, როგორც მედიატორის იმიჯი დაზარალდა.

,,ყველა მედიატორის მოვალეობაა, ორიენტირებული იყოს სარგებელზე და არა ზიანზე. სამწუხაროდ, პავილიონისის ვიზიტის გამო ჩვენი ქვეყნის, როგორც მედიატორის იმიჯი საქართველოში, დაზარალდა.

მზად ვართ, ნებისმიერ დროს წავიდეთ მარტო, ან პარტნიორ ბალტიის ქვეყნებთან და პოლონეთთან ერთად, რათა დავეხმაროთ საქართველოს ამ მძიმე სიტუაციის განმუხტვაში. ჩვენ ვიმუშავეთ ევროკავშირის საბჭოს დონეზე და არ არის შემთხვევითი, რომ ამ კვირაში საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი იმყოფებოდა. შარლ მიშელმა გამართა სიღრმისეული საუბარი ოპოზიციისა და უმრავლესობის ლიდერებთან. ჯერჯერობით, შეუძლებელია იმის თქმა, რომ შედეგები ხელშესახებია, მაგრამ დასაწყისი იმედის მომცემია," - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system