თავში

PCR ტესტის ვადები 72-დან 48 საათამდე შემცირდება

PCR ტესტის ვადები 72-დან 48 საათამდე შემცირდება
PCR ტესტის ვადები 72-დან 48 საათამდე შემცირდება

საქართველოს ჯანდაცვის მინსიტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის ეფექტურობის გაზრდისა და სტრატეგიის განხორციელების მიმართულებით კოვიდსაბჭო მსჯელონს. მისი განცხადებით, შესაძლოა, მთავრობის მიდგომა ვაქცინაციის პროცესის მიმართ მეტად გამკაცრდეს და დამოკიდებულება მწვანე პასპორტთან დაკავშირებით შეიცვალოს. 

"ვიმსჯელეთ, თუ რომელი ტესტირება იქნებოდა ახალი შტამის მიმართებაში მეტად უფრო ეფექტური, დავრჩებით ჩვენ სწრაფ ტესტებზე, თუ მხოლოდ PCR ტესტი იქნება მისაღები იმისთვის, რომ ადამიანი იყოს მწვანედ აღიარებული. ასევე, ტესტირების ვადებზე იყო საუბარი, ვინაიდან მსოფლიოში უკვე საუბრობენ, რომ PCR ტესტის 72-საათიანი ვალიდურობა შეიძლება არ იყოს საკმარისი ახალი შტამის შემთხვევაში და შეიძლება, ეს დრო იყოს დათქმული 48 საათად. საბჭომ იმსჯელა ამაზე, ჩვენი პროფესიონალები და ექსპერტები მოამზადებენ დასკვნას, რომელსაც სამშაბათს წარვადგენთ საბჭოზე, მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს და მე არ გამოვრიცხავ, მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც შეეხება მწვანე პასპორტს და ასევე სხვა აღსრულების მექანიზმებს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ პირველ არხთან ინტერვიუში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system