თავში

პენსიონერებს გაუიაფდებათ სესხის პროცენტი - ვაშაძე

პენსიონერებს გაუიაფდებათ სესხის პროცენტი - ვაშაძე
პენსიონერებს გაუიაფდებათ სესხის პროცენტი - ვაშაძე

„არც ერთ საქმეს შუა გზაში არ დავტოვებთ და ყველა საქმეს მივიყვანთ ბოლომდე - პენსიონერებსაც გაუიაფდებათ სესხის პროცენტი, აუცილებლად სამარშრუტო ტაქსებზეც აღდგება სამართლიანობა და ადამიანები, რომლებმაც ეს სამარშრუტო ტაქსები განავითარეს, დაბრუნდებიან“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, დედაქალაქის მერმა სამარშრუტო ტაქსების ჩანაცვლების ოპერაციით, რომელიც ე.წ. „ყვითელი მარშრუტკების“ „ლურჯი მარშრუტკებით“ შეცვლას ეხება, ჩვეულებრივი კორუფციული თაღლითობა განახორციელა, რითაც ყოველწლიურად 43 მილიონი ლარი „ამოუღო ჯიბიდან მეიჯარეებს, მძღოლებს, დისპეტჩერებს და 5 ათასამდე ოჯახი მშიერი დატოვა“.

მისივე თქმით, ძალიან ცუდია, რომ უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა „სტრატეგია აღმაშენებლის“ კანონპროექტს, რომელიც ლიბერთი ბანკის მხრიდან პენსიონერების ძარცვის პროცესის წინააღმდეგ იყო მიმართული.

„თქვენ საქართველოს მოქალაქეებს ჩაგრავთ და ყოველთვის მათი მტერი ვიქნები, ვინც ჩაგვრას გააგრძელებს საქართველოში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system