თავში

პესკოვი: რუსეთის დიალოგი უკრაინასთან და საქართველოსთან უმაღლეს დონეზე არ ვითარდება

​პესკოვი: რუსეთის დიალოგი უკრაინასთან და საქართველოსთან უმაღლეს დონეზე
პესკოვი: რუსეთის დიალოგი უკრაინასთან და საქართველოსთან უმაღლეს დონეზე არ ვითარდება

უკრაინასთან და საქართველოსთან რუსეთის დიალოგის უმაღლეს დონეზე განვითარება, კონტაქტების არსებობის მიუხედავად, არ შეინიშნება, - ამის შესახებ ტელეარხ "Россия-24-სთან" ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"რაც შეეხება ამ ქვეყნების ხელმძღვანელობას, ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, გარკვეული კონტაქტების არსებობის მიუხედავად, უმაღლეს დონეზე დიალოგის განვითარების პოზიტიური დინამიკით ვერ დავიკვეხნით", - განაცხადა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, ურთიერთობების განვითარების დინამიკა იმაზეა დამოკიდებული, როგორ ასრულებს ქვეყნის ხელმძღვანელობა თავის ვალდებულებებს.

პესკოვის თქმით, ყოველ წელს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის და საქართველოს ერებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს.

"ეს ჩვენი მოძმე, მონათესავე ერებია, რომლებთანაც ღრმა ისტორიული ფესვები გვაკავშირებს და ერები, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი გულწრფელად და ღრმად სცემს პატივს", - განაცხადა მან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system