თავში

"პირადად ბიძინა ივანიშვილს მივმართავ..." - მამუკა ხაზარაძე

"პირადად ბიძინა ივანიშვილს მივმართავ..." - მამუკა ხაზარაძე
პირადად ბიძინა ივანიშვილს მივმართავ... - მამუკა ხაზარაძე

ამ ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა მანამ, სანამ თითოეულ მოქალაქეს არ ექნება იმის განცდა, რომ მის ღირსებებს და უფლებას იცავს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა. 

ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესებს მან სამწლიანი ფარსი უწოდა. 

„ასეთი სასამართლოს და სამართლიანობის პირობებში ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ეს არის ერთი კაცის მიერ მართული სასამართლო და მართლმსაჯულება, პირადად ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, რომ ეს მმართველობა მისი ხელმძღვანელობით დამთავრდება, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ვერ შეეგუება ასეთ უსამართლო მართლმსაჯულებას ამ ქვეყანაში, სადაც არ არის სამართალი იქ არ არის მშვიდობა. ამ ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა მანამ, სანამ თითოეულ მოქალაქეს არ ექნება იმის განცდა, რომ მის ღირსებებს და უფლებას იცავს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო. ეს სამწლიანი „მასკარადი“ ეს არის ფარსი და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა საპყრობილეში არ მივდივართ ჩვენ ამას გავასაჩივრებთ, ეს არის პრინციპის, ღირსების საკითხი. ეს არის იმ მოქალაქეებისთვის იმედის დაბრუნების საკითხი, რომელსაც ცოტაოდენი იმედი დარჩა იმისათვის, რომ იყოს გამარჯვებული. მე გპირდებით, მთელ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას ამ ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის. ამ ქვეყანას აქვს უზარმაზარი პერსპექტივა და ეს პერსპექტივა არის თითოეულ თქვენგანში, თუმცა დახშული, მიმალული და მიძინებულია, ეს უნდა გამოვაღვიძოთ და გავაერთიანოთ. უნდა გავერთიანდეთ ჩვენი სამშობლოს გარშემო, საქართველო უნდა გავხადოთ წარმატებული, გამარჯვებული ქვეყანა“, - განაცხადა ხაზარაზემ.

ცნობისთვის, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ე.წ ფულის გათეთრების მუხლი თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, საქმეზე დამნაშავედ ცნო და 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა დევნის ხანდაზმულობის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system