თავში

"პირადად ვპირდები, რომ ანაკლიას აუცილებლად ავაშენებ" - ხაზარაძე ივანიშვილს

"პირადად ვპირდები, რომ ანაკლიას აუცილებლად ავაშენებ" - ხაზარაძე ივანიშვილს
პირადად ვპირდები, რომ ანაკლიას აუცილებლად ავაშენებ - ხაზარაძე ივანიშვილს

"ბრძოლა გაგრძელდება, მე მინდა, პირადად მას დავპირდე, რომ ანაკლიას აუცილებლად ავაშენებ", - ასე მიმართა "ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ "ქართული ოცნების" დამფუძნებელს. 

ხაზარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის აღორძინების ისტორიული შანსი გაუშვა. 

"მინდა, ბატონ ბიძინას მივმართო გულის წყვეტით, რომ მან ისტორიული შანსი გაუშვა ჩვენი ქვეყნის აღორძინების. მე გულით მჯეროდა, ისევე, როგორც ასიათასობით ქართველს, რომ 2012 წელი, რომელიც კარგად დაიწყო, ასევე დამთავრდებოდა 9 წლის ბოლოს - ძალიან ცუდად. ეს არ არის ქართული ოცნება, არ არის ეს ქართველი კაცის ოცნება, რაც თქვენ საქართველოში მოახდინეთ ამ წლების განმავლობაში. მიუხედავად იმისა რომ მმართველობაში ხართ, უმცირესობაში ხართ, მიუხედავად იმისა, რომ გგონიათ ყველა ცხენზე ზიხართ, სამწუხაროა, რომ პროექტი ქართული ოცნება ჩავარდა, ჩაფლავდა. ამის საფუძველს მე მაძლევს რიგითი მოქალაქის ჯიბე, რიგითი მოქალაქის ის მდგომარეობა, რაშიც ქართველი კაცი ჩავარდა, ის ემიგრაცია და ის განწყობა რომელიც ამ ქვეყანაში მოკალით. ეს განწყობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ბრძოლა გაგრძელდება, მე მინდა პირადად მას დავპირდე, რომ ანაკლიას აუცილებლად ავაშენებ. ავაშენებ ანაკლიის უკან დიდ ქალაქს, თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, ისეთს, როგორიც დუბაიმ დაიწყო და ირლანდიამ დაიწყო. დავიწყებთ ახალ ფურცელს აფხაზეთთან ურთიერთობის, წალენჯიხაში განვახორციელებთ ძალიან სერიოზულ პროექტებს, რადგან ასევე გამყოფ ზოლთან გვაქვს საქმე, სამეგრელოს გავაძლიერებთ, რადგან სამეგრელოშია ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გასაღები, ეკონომიკას აღვადგენთ, ამ სასამართლო სისტემას შევცვლით. ამ საქმეს, ამ ქვეყნის გაერთიანებას, ბადრი ჯაფარიძესთან ერთად მივუძღვნი მთელს ჩემს სიცოცხლეს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ "ფორმულას" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system