თავში

პირდაპირ კაბინეტში აქვთ გამართული აღებ-მიცემობა - ხაბეიშვილი

პირდაპირ კაბინეტში აქვთ გამართული აღებ-მიცემობა - ხაბეიშვილი
პირდაპირ კაბინეტში აქვთ გამართული აღებ-მიცემობა - ხაბეიშვილი

თანამდებობის ბოროტად გამოყენება, დედაქალაქის მერიაში სისტემური პრობლემაა, - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავება.

ხაბეიშვილის თქმით, მერიაში კორუფციის ფაქტები განსაკუთრებით მას შემდეგ გახშირდა, რაც კახა კალაძე თბილისის მერი გახდა. 

"ქართული ოცნების" პირობებში ახალი არ არის, როდესაც მაღალი თანამდებობის პირები საკუთარ ძალაუფლებასა და თანამდებობას ბოროტად იყენებენ და პირდაპირ კაბინეტში აქვთ გამართული აღებ-მიცემობა, ქრთამზე დაბარება და კონკრეტული კომპანიის ტენდერებიდან ჩახსნა. ეს დედაქალაქის მერიაში სისტემური პრობლემაა, განსაკუთრებით გაცხოველებულია ფულის აღებ-მიცემა მას შემდეგ, რაც კახა კალაძე გახდა დედაქალაქის მერი. 

მნიშვნელოვანია შეისწავლონ ყველა ის გამგეობა, რომელშიც მონაწილეობდა ის კომპანია, რომელსაც ლობირებდა გამგებლის მოადგილე. ეს არის მთაწმინდის რაიონის გამგეობა, ეს არის, დიდუბის რაიონის გამგეობა, რადგან ამ გემგეობებშიც მილიონობით ლარის ხელშეკრულება აქვს იმ კონკრეტულ კომპანიას მიღებული", - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

ცნობისთის, 25 იანვარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისის მერიასთან თანამშრომლობით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system