თავში

პირველად სიყვარული რომ ამიხსნეს, მაშინ არ დავძაბულ-გავხარებულვარ ასე - ელენე ხოშტარია

პირველად სიყვარული რომ ამიხსნეს, მაშინ არ დავძაბულ-გავხარებულვარ ასე - ელენე ხოშტარია
პირველად სიყვარული რომ ამიხსნეს, მაშინ არ დავძაბულ-გავხარებულვარ ასე - ელენე ხოშტარია

პოლიტიკური მოძრაობა "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია პარტიის ახალი წევრისა და კრწანისში ოპოზიციის საერთო კანდიდატის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

"რამდენიმე წლის წინ გავიგე ისტორია, რომ არის ერთი ბიჭი, რომელიც უსამართლოდ გამოუშვა სამსახურისან წულუკიანმა და ეს არ ეშვება და იბრძვის. დრო ისე გადიოდა პერიოდულად ვიგებდი რომ იგებს ინსტანციებს, მშვიდად წყნარად მიყვება და მოიგო. მერე გავიგე, რომ წულუკიანი ის შემთხვევაა, როცა სასამართლოს მოგება არაფერს ნიშნავს. ნუ ვიფიქრე მთავარია მოიგო, შევცვლით მთავრობას და იზეიმებს სამართალი. ამ ბიჭმა ესე არ იფიქრა, ეგრე არ უნდა არ ასრულებსო და წავიდა საძილე ტომრით იუსტიციის სამინიატროსთან და გამოაცხადა შიმშილობა. მეთქი რა შიმშილობა, ცუდად გახდება, მარტო რა უნდა ქნას. დავურეკე მორიდებულად და ვთხოვე ეგებ ცოტა ტკბილი მიიღო თქო. ისეთი უარი მივიღე, მშვიდი და მყარი, ვერც გავაგრძელე ლაპარაკი. სადაც არ დავრეკე რამე ქენით თქო, ყველა მეუბნებოდა ეგ ისეთია მართლა იშიმშილებს და შეეწირებაო.

მოკლედ ასე იყო თუ ისე მალე ამ ბიჭმა ყველაფერს მიაღწია და დადო ბოროტების დამარცხების საოცარი მაგალითი. მერე გავიდა დრო ვაკეთებ ახალ პარტიას და ვფიქრობ ხოლმე ეეხ, ნეტა თაზოსნაირი ხალხი წამოვიდეს პოლიტიკაში, მაგრამ როგორ გავბედავდი შეთავაზებას. ძალიან მერიდებოდა. პოლიტიკა ხომ ‘ბინძური საქმეა’. ხოდა გავიდა კიდე დრო და თაზომ შეხვედრა მინდაო. ყველა გავაფრთხილე არ დაუწყოთ ეხლა წამოდი წამოდი პარტიაში უხერხულია თქო, უბრალოდ ვითანამშრომლოთ თქო. თურმე ეს ბიჭიც ამ ფიქრებშია და მეუბნება, მე გადავწყვიტე, რომ პოლიტიკაში წამოვიდე, ყველაფერი ზღვარს ცდება უკვე და მოქმედების დროაო:-) მგონი პირველად სიყვარული რომ ამიხსნეს მაშინ არ დავძაბულ-გავხარებულვარ ესე:-)) ხოდა დღეს ეს ბიჭი სიხარულით, სიმშვიდით და შეგრძნებით, რომ პოლიტიკა არაა ბინძური საქმე წარვადგინეთ საერთო კანდიდატად კრწანისში. რაც და როგორც არ უნდა იყოს Tamaz Akhobadze ის პოლიტიკური ცხოვრება აუცილებლად შეცვლის ბევრ რამეს.Ps ხოდა კიდე ვინმე თუ ხართ ვისთანაც მე შეთავაზება მერიდება გამოჩნდით:-)))))" - წერს ელენე ხოშტარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system