თავში

პირველი ოპოზიციონერი, რომელიც პარლამენტში შედის

პირველი ოპოზიციონერი, რომელიც პარლამენტში შედის
პირველი ოპოზიციონერი, რომელიც პარლამენტში შედის

"პატრიოტთა ალიანსის" სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შედის.

ინფორმაციას თავად ენუქიძე ადასტურებს. მისი განმარტებით, ოპოზიციის ადგილი საკანონმდებლო ორგანოშია და პარტიებმა ეს ბერკეტი ხელისუფლებასთან ოპონირებისთვის უნდა გამოიყენონ.

ენუქიძე ამბობს, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, როდის მივა პარლამენტში. 

"მე ვარ და ვრჩები "პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერად და მეგობრად, მაგრამ მიმაჩნია ბრძოლის ეს ფორმაა სწორი. როდის შევალ პარლამენტში არ ვიცი, მაგრამ მანდატი არ ჩამიბარებია. და არც ჩავაბარებ. მათ აქვთ ისეთი შეხედულება, მე ასეთი. ჩვენთან პარტიაში თავისუფალი ადამიანები ვართ, არავინ არავის არ ზღუდავს და ვერც შემზღუდავს, არც უციდა არავის ჩემი შეზღუდვა, პირიქით"- განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system