თავში

,,პლატფორმის" დამკვირვებლებმა 10:00 საათისთვის 14 საჩივარი დაწერეს

,,პლატფორმის" დამკვირვებლებმა 10:00 საათისთვის 14 საჩივარი დაწერეს
,,პლატფორმის დამკვირვებლებმა 10:00 საათისთვის 14 საჩივარი დაწერეს

ამ ეტაპზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლების მიერ, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაწერილია 14 საჩივარი.

როგორც ბრიფინგზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ განაცხადა, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლებს, ზოგიერთ უბანზე, არ ეძლევათ შესაძლებლობა განახორციელონ თავისი უფლება-მოვალეობები. ასევე, პირები, რომლებიც არ არიან საარჩევნო კომისიის წევრები, ჩვენს დამკვირვებლებს უთითებენ სად უნდა დადგნენ და რომელი წერტილიდან განახორციელონ უბანზე დაკვირვება.

„მნიშვნელოვანია ასევე ფაქტი, რომელიც ისანში დაფიქსირდა. სამგორის N05.06.19 უბანზე საარჩევნო კომისიის წევრებს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რომელიც წილისყრის ფუნქციების გადანაწილებასთან იყო დაკავშირებული. ასევე ისნისა და დიდუბის საარჩევნო უბნებზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს არ ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები. ეს პრობლემა დროულად აღმოაჩინეს და აღმოფხვრეს ჩვენმა დამკვირვებლებმა.“- განაცხადა თევზაძემ.

მისივე თქმით, უბნების გახსნამდე მარნეულის, სამგორის, კასპის, გორის, გარდაბნის უბნებზე კანონით დადგენილი წილისყრის პროცედურები დარღვევებით გაიმართა.

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა. არჩევნების თავისუფალ, მშვიდ და მიუკერძოებელ გარემოში ჩატარებას და ამომრჩევლის მიერ კონსტიტუციური ხმის უფლების და ნების გამოხატვას, საქართველოს მასშტაბით, 24 ოლქში აკვირდება ორგანიზაციის 392 დამკვირვებელი და 21 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლებისთვის შეიქმნა სახელმძღვანელო, საარჩევნო კოდექსის ფარგლებში, უბნებზე მათი უფლებების და მოვალეობების შესახებ, მომზადდა დამკვირვებლის ანგარიშის და საჩივრის ფორმები. ორგანიზაციის მობილური ჯგუფები სპეციალურად შექმნილი ჩექ-ლისტის საფუძველზე შეამოწმებენ საარჩევნო უბნებს. ასევე, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ში იმუშავებს იურისტთა ჯგუფი, რომელიც საუბნო დამკვირვებლებს დისტანციურად გაუწევს კონსულტაციას სამართალდარღვევების შემთხვევაში და, საჭიროებიდან გამომდინარე, ჩაერთვება საჩივრის მომზადების პროცესში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system