თავში

პლებისციტზე დათანხმება არ შეიძლება - სააკაშვილი

პლებისციტზე დათანხმება არ შეიძლება - სააკაშვილი
პლებისციტზე დათანხმება არ შეიძლება - სააკაშვილი

პლებისციტის მოდელზე დათანხმება, რომელსაც თავს გვახვევს ბიძინა ივანიშვილი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ამით ივანიშვილი დროის მოგებას ცდილობს, ქვეყანაში კი ძალიან მძიმე სიტუაციაა და დასაკარგი დრო არ არის. 

"ჩემი პირადი აზრია, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება, რომელსაც თავს გვახვევს ბიძინა ივანიშილი. მას უნდა, რომ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ არის და სადაც, დახარჯავს ძალიან ბევრ ფულს, ბევრს მოისყიდის, ჩაატაროს პლებისციტი. რომც წააგოს პლებისციტი და აუცილებლად წააგებს, მერე ექნება რამდენიმე თვე იმისათვის, რომ მოისყიდოს, დააშინოს, დაიჭიროს და რაც მთავარია, ქვეყნიდან გაყაროს ათეულობით ათასი ადამიანი, აქტიური ამომრჩეველი. ამასობაში ქვეყანა კარგავს კიდევ ერთ წელიწადს და ჩვენ არ გვაქვს არც ერთი დასაკარგი დღე. ძალიან მძიმე სიტუაციაა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system