თავში

პლებისციტზე შეთანხმების შემთხვევაში, "ლელო" პარლამენტში შევა

პლებისციტზე შეთანხმების შემთხვევაში, "ლელო" პარლამენტში შევა
პლებისციტზე შეთანხმების შემთხვევაში, ლელო პარლამენტში შევა

ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტზე შეთანხმების შემთხვევაში, „ლელო“ პარლამენტში შევა და დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში შევალთ პარლამენტში და აქტიურად ვიმუშავებთ ამ შეთანხმების რეალიზებაზე, რადგან ის მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს. საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოს განხორციელება იქნება საჭირო, რათა შეთანხმების რეალიზაცია მოვახდინოთ. გარდა ამისა, საგამოძიებო კომისიაშიც მივიღებთ მონაწილეობას, ოღონდ ეს საგამოძიებო კომისია იმდაგვარად უნდა იყოს ფორმირებული, რომ ოპოზიციის სიტყვა იყოს მართლაც წონადი და არ იყოს მხოლოდ საგამოძიებო კომისია მხოლოდ ქაღალდზე, რომ აღნიშვნა მოხდეს სადღაც, რომ გამოძიება ჩავატარეთ. ეს უნდა იყოს რეალური საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ფაქტებს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პლებისციტის საკითხი არ განიხილება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი გუშინ განაცხადა, რომ პლებისციტის მოდელზე დათანხმება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system