თავში

პოლიტიკა მეუფე იაკობის ძლიერი მხარე არ არის - თარხნიშვილი

პოლიტიკა მეუფე იაკობის ძლიერი მხარე არ არის - თარხნიშვილი
პოლიტიკა მეუფე იაკობის ძლიერი მხარე არ არის - თარხნიშვილი

პოლიტიკა მეუფე იაკობის ძლიერი მხარე არ არის და კარგი იქნება, თუ იმ საქმით დაკავდება, რომელიც მისი ძლიერი მხარეა, თუ ასეთი საერთოდ არსებობს, - ასე გამოეხმაურა ბოდბელი ეპისკოპისის, მეუფე იაკობის განცხადებას "ევროპული საქართველოს" წევრი ლევან თარხნიშვილი. 

"საქართველო სეკულარული ქვეყანაა და რაც უფრო ნაკლებად ჩაერევა ეკლესია პოლიტიკურ და სახელმწიფო საქმეებში, მით უკეთესი იქნება, როგორც ეკლესიისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის. რაც შეეხება ბატონო იაკობის პოლიტიკურ ანალიზს, ნამდვილად არ არის ეს მისი ძლიერი მხარე და თუ დაკავდება იმ საქმიანობით, რომელიც მისი ძლიერი მხარეა, თუ ასეთი საერთოდ არსებობს, ეკლესიისთვისაც და მთლიანად საქართველოში მიმდინარე პროცესებისთვისაც უკეთესი იქნება", - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ ოპოზიციას ქუჩაში ხალხის გამოყვანის ძალა არ აქვს და ასე იწილო-ბიწილოთი ქვეყანას დაღუპავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system