თავში

პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ხელი მოეწერა

პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ხელი მოეწერა
პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ხელი მოეწერა

ევროკავშირის ოფისიდან პოლიტიკურ მოლაპარაკებებში ჩართულმა მხარეებმა პრეზიდენტის სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა" ხელი მოაწერეს. 

ხელმოწერის ცერემონლიალს წინ უძღოდა შეხვედრა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართა.

დოკუმენტს ხელი მოაწერა ყველა პარტიამ „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და "ლეიბორისტული" პარტიის გარდა.

ინდივიდუალურად კი ხელი მოაწერეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა და "ევროპული საქართველოს" ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ. 

ხელმოწერის ცერემონიალს დისტანციურ რეჟიმში თვალს ადევნებს ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. 

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. მიშელის განახლებული დოკუმენტი, ხუთ პუნქტს ითვალისწინებს.

დღეს, 19 აპრილს კი, საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიორგი რურუას იმ პირობით შეიწყალებს, თუ პარტიები შეთანხმდებიან და ოპოზიცია პარლამენტში შევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system