თავში

პოლიტიკური პროცესი თავად "ოცნებამ" გადაიტანა ქუჩაში - დავით ბაქრაძე არჩილ თალაკვაძეს პასუხობს

პოლიტიკური პროცესი თავად "ოცნებამ" გადაიტანა ქუჩაში - დავით ბაქრაძე არჩილ თალაკვაძეს პასუხობს
პოლიტიკური პროცესი თავად ოცნებამ გადაიტანა ქუჩაში - დავით ბაქრაძე არჩილ თალაკვაძეს პასუხობს

საპარლამენტო პროცესი და დემოკრატიზაცია ამ ქვეყანაში აღარ არსებობს და არ იარსებებს, ვიდრე „ქართული ოცნება“ არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელშიც თვითონ შეიყვანეს ქვეყანა, – ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მოწოდებას, რომელმაც ცოტა ხნის განაცხადა, რომ ოპოციზია უნდა დაუბრუნდეს საპარლამენტო საქმიანობას. 

ბქარაძის თქმით, პოლიტიკური პროცესი ქუჩაში თავად "ქართულმა ოცნებამ" გადაიტანა. 

„ქართული ოცნება“ ატყუებს საზოგადოებას და მთელ პოლიტიკურ სპექტრს, უცხოელ პარტნიორებს, „ქართული ოცნება“ აიგნორებს ქუჩაში საპროტესტოდ გამოსულ ადამიანებს, „ქართული ოცნება“ იყენებს პოლიციისა და სპეცრაზმის ძალას ადამიანების წინააღმდეგ და ამის შემდეგ, უცებ პარლამენტის თავმჯდომარე გვიცხადებს, რომ იცით რა, საპარლამენტო პროცესია, დემოკრატიაა და შემობრუნდით პარლამენტში. ასე არ ხდება, ჩემო კარგებო. არანაირი საპარლამენტო პროცესი და დემოკრატია არ არსებობს ქვეყანაში, სადაც მმართველი ძალა ატყუებს საზოგადოებას. დიალოგის დაწყება ნიშნავს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას და არა პატივცემული თალაკვაძის გაღიმებულ, კეთილ სურვილებს. ჯერ კონკრეტული ნაბიჯები, რასაც ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან, არის სპეცრაზმი, ძალა, უგულებელყოფა და საუბარი იმაზე, რომ თემა დახურულია და არათუ 2020-ში არ იქნება სამართლიანი არჩევნები, არამედ თურმე, პლებისციტს ჩაგვიტარებენ, რომ 2024-შიც კი პროპორციული გაგვიუქმონ. ამ ნაბიჯების ფონზე რა პოლიტიკური პროცესი წარმოუდგენია, ან რა დემოკრატიაზე და საპარლამენტო დებატებზე საუბრობს. ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. „დღეს „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური პროცესი დაანგრია, პოლიტიკური პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ გადაიტანა ქუჩაში და ამ პოლიტიკური პროცესის ნორმალიზებას სჭირდება არა გაღიმებული სურვილები, არამედ კონკრეტული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან" - აღნიშნა ბაქრაძემ. 

შეგახსნებთ, პარლამნეტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საპარლამნეტო ოპოზიციის წევრებს მოუწოდებს, რომ საკანონმდებლო საქმიანობას დაუბრუნდნენ და სწორედ აღნიშნულ ფორმატში წარმოადგინონ საკუთარი აერგუმენტები მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system