თავში

პოლიტიკური შეთანხმება სჭირდება არა ოპოზიციას, არამედ საქართველოს - ჯაფარიძე

პოლიტიკური შეთანხმება სჭირდება არა ოპოზიციას, არამედ საქართველოს - ჯაფარიძე
პოლიტიკური შეთანხმება სჭირდება არა ოპოზიციას, არამედ საქართველოს - ჯაფარიძე

პოლიტიკური შეთანხმება სჭირდება არა ოპოზიციას არამედ საქართველოს, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზა ვადამდელ არჩევნებშია.

,,ჩვენი პარტნიორებისთვის ცხადია, რომ ამ რთული ვითარებიდან, რომელიც საქართველოშია, ერთადერთი გამოსავალი არის ვადამდელ არჩევნებზე კონკრეტული თარიღის შეთანხმება.

საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ "ქართულ ოცნებას", გადახედონ საკუთარ პოზიციებს და ხისტ მიდგომებს, იმისთვის რომ ქვეყანა კიდევ უფრო არ შევიდეს ღრმა ჩიხში, საიდან გამოსვლა ჩვენ ქვეყანას ძალიან გაუჭირდება. ახლა არის ის მომენტი და ის შესაძლებლობა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ესკალაცია თუ კი "ქართული ოცნება" გაითავისებს, რომ პოლიტიკური შეთანხმება სჭირდება არა ოპოზიციას არამედ საქართველოს. ამით ჩვენ შევძლებთ შევაჩეროთ კრიზისი და გავაერთიანოთ ძალისხმევა იმისთვის, რომ ყველა ერთად გავუმკლავდეთ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system