თავში

პოლიტიკური დიალოგი დაიწყო - არჩილ თალაკვაძე

პოლიტიკური დიალოგი დაიწყო - არჩილ თალაკვაძე
პოლიტიკური დიალოგი დაიწყო - არჩილ თალაკვაძე

„პოლიტიკური დიალოგი დაიწყო. დიალოგი და საუბარი პოლიტიკურ პარტიებს შორის არის ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი იყო. თალაკვაძემ დიალოგში დიპლომატების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გაგრძელდება და ჩვენი საზოგადოებისა და დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან შედეგამდე მივალთ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ დავაახლოვოთ პოზიციები. გარკვეულწილად, დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურებოდა. ჩვენ გავცვალეთ არგუმენტები, რომელიც ყველას მხარეს ჰქონდა. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობის პოზიტიური მნიშვნელობა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

"ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system