თავში

პოლონეთის პრემიერმა გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახალი დანიშვნა მიულოცა

პოლონეთის პრემიერმა გიორგი გახარიას თანამდებობაზე ლი დანიშვნა მიულოცა
პოლონეთის პრემიერმა გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახალი დანიშვნა მიულოცა

"პოლონეთი უპირობოდ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მტკიცედ უჭერს მხარს მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს", - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინსიტრისმ ატეუშ მორავიეცკის მიერ გიორგი გახარიას მიმართ გაგზავნილ წერილშია ნათქვამი. 

პოლონელმა კოლეგამ პრემიერს თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა. 

გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლად დანიშვნა.

ახალი 2021 წლის დაწყება მთავრობისგან გადამჭრელ ნაბიჯებს და თამამი გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს - ერთის მხრივ, კორონავირუსის პანდემიის ფონზე მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად, ეკონომიკის ეფექტურობის აღსადგენად, ხოლო მეორეს მხრივ, საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე ახალ ამოცანებთან და გამოწვევებთან გამკლავებას.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა თქვენი მეთაურობით, გააკეთებს ყველაფერს ამ მიზნების მისაღწევად და საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციების კიდევ უფრო განსამტკიცებლად, რაც ასოცირების შეთანხმების ამბიციური დღის წესრიგის თანმიმდევრული განხორციელებით და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებით უნდა მოხდეს.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი უპირობოდ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მტკიცედ უჭერს მხარს მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

გისურვებთ უამრავ წარმატებას, საქართველოს გაძლიერებისთვის ბრძოლაში, სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების გატარების მიმართულებით და ასევე, მინდა გისურვოთ კეთილდღეობა თქვენ და საქართველოს ყველა მოქალაქეს“, - აღნიშნავს მატეუშ მორავიეცკი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system