თავში

პომპეოს დაშანტაჟება ძალიან ძნელია, მასთან ვმეგობრობ - ნათელაშვილი

პომპეოს დაშანტაჟება ძალიან ძნელია, მასთან ვმეგობრობ - ნათელაშვილი
პომპეოს დაშანტაჟება ძალიან ძნელია, მასთან ვმეგობრობ - ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს დაშანტაჟება რთულია. აღნიშნულით ის გამოეხმაურა გავრცელებულ ვერსიას, თითქოს "ქართული ოცნება" მაიკ პომპეოს აშანტაჟებს, რათა ოპოზიციას არ შეხვდეს.

"პომპეოს დაშანტაჟება ძალიან ძნელია და შეიძლება, ითქვას, შეუძლებელი. ბატონ პომპეოს, როდესაც იყო კანზასის კონგრესმენი ვაშინგტონში, ხშირად ვხვდებოდი, ჩვენ ვმეგობრობთ. არ არის ის პიროვნება, რომელზეც შეიძლება, რამემ ან ვინმემ იმოქმედოს. თუ საჭიროდ ჩათვლის, შეხვდება ოპოზიციას, თუ არ ჩათვლის საჭიროდ, არ შეხვდება, მაგრამ ინფორმაციას მიიღებს სრულად,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, 17 ნოემბერს ეწვევა.  


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system