თავში

"პრაფესორობა" და წყალქვეშა მეხანძრეობა უნდა დამთავრდეს - გიორგი ვაშაძე

"პრაფესორობა" და წყალქვეშა მეხანძრეობა უნდა დამთავრდეს - გიორგი ვაშაძე
პრაფესორობა და წყალქვეშა მეხანძრეობა უნდა დამთავრდეს - გიორგი ვაშაძე

ეს გაუთავებელი, უსაგნო მსჯელობა ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის კანონით აუცილებლად გათავისუფლდება.

"პრინციპული სხვაობა არის იმაში, რომ ჩვენ ვამბობთ კონკრეტულ მუხლებზე გავრცელდეს ამნისტია, რაზეც უკვე გამოძიება არსებობს, "ქართული ოცნება" ამბობს, რომ ყველაფერზე უნდა გავრცელდეს, გარდა იმ მუხლებისა, რომელიც არის კონვენციური დანაშაული. ბევრი დეტალია და ჩემი აზრით, არასერიოზულია ასეთ დეტალებზე საჯარო მსჯელობა, თან მით უმეტეს, რომ ყველა იურიდიულ მეცნიერებათა პროფესორი და დოქტორი გახდება უცებ.

მე ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად ამნისტიის კანონით ნიკა მელია გათავისუფლდება.

ისე გამოვიდა, რომ მიშელის დოკუმენტი მხოლოდ ამნისტიის კანონია. ამნისტიის კანონი ამ დოკუმენტში ჩადებულია იმისთვის, რომ გადავფურცლოთ დღევანდელი ანგარიშსწორება კონკრეტულად ნიკა მელიასთან მიმართებაში.

მე აუცილებლად გადავფურცლავ ამ ფურცელს. ეს გაუთავებელი, უსაგნო მსჯელობა, რომელიც მიდის პირდაპირ ეთერებში და ყველა რომ "პრაფესორია", ეს მსჯელობა ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს, არ შეიძლება სულ ყველა იყოს წყალქვეშა მეხანძრე" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system