თავში

პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო - ნიკა მელია

პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო - ნიკა მელია
პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო - ნიკა მელია

პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, იმ გაუგებრობაში, რაც საპატიმროსთან მოხდა, ხელისუფლების ბუნება კარგად ჩანს. 

„ძალიან ვწუხვარ, რომ ეს აურზაური მოხდა. ელემენტარული საკითხი იყო. იმ პრობლემებთან შედარებით, რაც მოსახლეობას აწუხებს, ეს რა მოსატანია, მაგრამ ეშმაკი დეტალებშია. პრაქტიკულად, სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო. არ მიიღოს ციხის ადმინისტრაციამ საკუთარ თავზე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს დავალება ჰქონდათ. ამ ხელისუფლების ბუნება ჩანს წვრილმან დეტალშიც კი, რასაც ამხელა გაუგებრობა მოჰყვა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს მოთხოვნის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს გუშინ მიმართა.

ცნობისთვის, ნიკა მელიას გირაო, "დამოუკიდებელმა ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის" 8 მაისს გადაიხადა.

ფონდსა და სახელმწიფო ხაზინას შორის შუამავალი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system