თავში

პრეზიდენტმა სახალხო დამცველთან ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა

პრეზიდენტმა სახალხო დამცველთან ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა
პრეზიდენტმა სახალხო დამცველთან ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ვრცელი და ღია საუბარი შედგა მიმდინარე პროცესებთან, 5-6 ივლისის მოვლენებთან და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე, ერთი მხრივ, პრეზიდენტმა, როგორც კონსტიტუციით ადამიანის უფლებების დაცვის გარანტმა და მეორე მხრივ, ომბუდსმენმა, როგორც ადამიანის უფლებების დამცველმა შექმნილი დაძაბული მდგომარეობის განმუხტვისა და დაპირისპირების შემცირების საკითხი განიხილეს.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს, ძალადობის მსხვერპლი 55 ადამიანი გახდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია.

რადიკალური ჯგუფები, მედიის წარმომადგენლებს 6 ივლისსაც დაესხნენ თავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system