თავში

პრეზიდენტი ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა

პრეზიდენტი ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა
პრეზიდენტი ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზაზა გახელაძის ოჯახი ორბელიანების სასახლეში მიიღო.

პრეზიდენტთან შეხვედრა გუშინ, 27 აპრილს გახელაძის ოჯახის წევრებმა მოითხოვეს.

ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე რუსმა ოკუპანტებმა 291 დღის წინ გაიტაცეს.

ოკუპანტებმა დაკავებამდე ზაზა გახელაძე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system