თავში

პრემიერ-მინისტრმა 13 ივნისს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო

პრემიერ-მინისტრმა 13 ივნისს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო
პრემიერ-მინისტრმა 13 ივნისს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო

"ეს ღამე იქცა ჩვენი მოქალაქეების, გასაოცარი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე ადამიანების ერთობის სიმბოლოდ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისს მომხდარი სტიქიის 6 წლისთავზე განაცხადა. 

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც იმ ღამეს წვლილ შეიტანა თანამოქალაქეების გადარჩენაში და მომდევნო პერიოდში სოლიდარობა გამოიჩინა ზიანის აღდგენის პროცესში. 

2015 წლის 13 ივნისი ჩვენი ქვეყნისთვის ტრაგიკული დღეა. უმძიმესი განსაცდელი დაგვიდგა - სტიქიური უბედურების ზონად ქცეული დედაქალაქი და არაერთი შეწირული სიცოცხლე. პატივს მივაგებ ყველა დაღუპულის ხსოვნას.

ეს ღამე იქცა ჩვენი მოქალაქეების, გასაოცარი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე ადამიანების ერთობის სიმბოლოდ.

სტიქიას ვებრძოდით ყველა ერთად, ერთიანი ძალებით. არაერთი გმირობის და თავგანწირვის მაგალითი ვნახეთ, რამაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

მადლობა ყველას, ვინც იმ მძიმე ღამეს თუნდაც მცირედით მაინც დაეხმარა თავის თანამოქალაქეს, მადლობა იმ ახალგაზრდებს, ვინც სოლიდარობისა და ერთმანეთის გვერდში დგომის საუკეთესო მაგალითები გვაჩვენეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system