თავში

პრემიერ-მინისტრი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. მათ პროფესიული დღე მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. 

"მჯერა, რომ თქვენთან ერთად ღირსეულად გადავლახავთ ყველა დაბრკოლებას, რომელიც სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე გვხვდება, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომელსაც ძლიერი, გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ჰქვია", - უთხრა ირაკლი ღარიბაშვილმა მათ. 

პრემიერ-მინისტრს დაზვერვის სამსახურის უფროსმა შალვა ლომიძემ სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის, ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და პირადი შემადგენლობის სამუშაო პირობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე დაათვალიერა სამსახურის შენობა, რომლის მშენებლობასაც 2014 წელს, მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩაეყარა საფუძველი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system