თავში

პრემიერ-მინისტრი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა

მართლწესრიგის დაცვის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესი კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამართალდაცვითი თემატური ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. 

აღინიშნა, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს იმ დამატებითი შესაძლო ზომების მიღებაზე, რომელიც საჭიროა საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვის მნიშვნელობაზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის იძულების წესით კარანტინში გადაყვანილია 100-მდე მოქალაქე.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან თვითიზოლაციის წესები და გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რათა საფრთხე არ შეუქმნან ახლობლებს და მთლიანად, საზოგადოებას.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system