თავში

პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა. ევროპის სახალხო პარტიისა და სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრ დეპუტატებთან - ტომას ზდეჩოვსკი, ვიქტორ ნეგრესკუ და კორინა კრეტუსთან შეხვედრაზე 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი, დემოკრატიული, გამჭვირვალე და კონკურენტული. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხელისუფლების მოწვევით, არჩევნებს მრავალი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლები აკვირდებიან.

შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად ემზადება.
ევროპარლამენტის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system