თავში

პრემიერ-მინისტრი NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, საჰაერო ძალების ფელდმარშალს, სტიუარტ ფიჩს შეხვდა. 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა NATO-საქართველოს თანამშრომლობაზე და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, 2021 წელს, თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს. 

საუბარი შეეხო NATO-საქართველოს განახლებულ არსებით პაკეტს, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობაში ახალ შესაძლებლობებს ქმნის. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ამ პროცესში NATO-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. 

პრემიერ-მინისტრმა და NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრეს საქართველოს როლზე საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების დაცვაში და ავღანეთში მისიის ეტაპობრივად დასრულებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ NATO-სთან შეთანხმებული გრაფიკით და სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-თან კოორდინაციით, ავღანეთს ქართული ქვედანაყოფებიც დატოვებენ. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია, ავღანეთი აღარასოდეს გახდეს ტერორისტების თავშესაფარი და ქართული სახელმწიფო ამაყობს საკუთარი წვლილით ამ მიზნის მიღწევაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system