თავში

პრემიერ-მინისტრი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როზარია პუგლისს შეხვდა, რომელიც საქართველოში თავის საქმიანობას ასრულებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის მნიშვნელოვან წვლილზე, საქართველო-ნატოს დაახლოების პროცესში.

აღინიშნა გლობალური პანდემიის მიუხედავად, NATO-საქართველოს აქტიური თანამშრომლობა 2021 წელს, მათ შორის, NATO-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის განხორციელების კუთხით.

საუბრისას განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე დემოკრატიზაციისა და თავდაცვის კუთხით განხორციელებული რეფორმები. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ NATO-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. ასევე აღინიშნა, რომ ნატოს 2022 წლის სამიტი კარგი შესაძლებლობა იქნება საქართველოს პროგრესის აღიარებისთვის.

ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოებას, ამ მიმართულებით არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და რეგიონის როლს ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემაში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ავღანეთში მიმდინარე NATO-ს მისიაში და ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ავღანეთიდან ევაკუაციის ძალისხმევაში.

პრემიერ-მინისტრმა როზარია პუგლისს მადლობა გადაუხადა NATO-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით გაწეული ძალისხმევისთვის და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ურყევი მხარდაჭერისთვის და წარმატებები უსურვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system