თავში

პრემიერ-მინისტრი სავალუტო ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი სავალუტო ფონდის წარმომადგენელს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი სავალუტო ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს საქართველოში, ჯეიმს ჯონს შეხვდა. მათ  Covid19 პანდემიის პერიოდში არსებულ ვითარებაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ეტაპობრივად გრძელდება შეზღუდვების შემსუბუქება, ასევე აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. აღინიშნა აპრილის თვის ეკონომიკურ ზრდის უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებელი, რომელმაც 44.8% შეადგინა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან წარმატებით დასრულებულ პროგრამას, რომელმაც, პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანი, პოზიტიური გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკასა და რეფორმების დღის წესრიგზე.

შეხვედრისას ასევე განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის ძირითადი მიმართულებები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელმა დაადასტურა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ეკონომიკის სტიმულირებისა და პანდემიით დაზარალებული სექტორების სწრაფი აღდგენისკენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system