თავში

პრემიერ-მინისტრი წინასაარჩევნოდ რეგულაციების გამკაცრების ინიციატივით გამოდის

პრემიერ-მინისტრი წინასაარჩევნოდ რეგულაციების გა
პრემიერ-მინისტრი წინასაარჩევნოდ რეგულაციების გამკაცრების ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნები სურს იყოს Covid free ანუ კოვიდისაგან თავისუფალი. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ აპირებს ცესკოს შესთავაზოს კომისიის წევრებისა და კანდიდატების ვაქცინაცია, ასევე ყველა იმ პირის, ვინც ჩართულია არჩევნებში.

"ეპიდემიის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციით. რა თქმა უნდა, ჩვენ ხვალ ვიმსჯელებთ დამატებითი რეგულაციების შემოტანაზე, როგორიცაა ნიღბების ტარების დამატება, მით უმეტეს შევდივართ რა საარჩევნო აქტიურ ფაზაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარკვეული სტანდარტით ჩავატაროთ მიმდინარე არჩევნები. ცესკოს შევთავაზებთ, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში აცრებს ჩავუტარებთ კომისიების ყველა წევრს, ასევე კანდიდატებს გვინდა შევთავაზოთ ვაქცინაცია და ყველას, საერთოდ ვინც არის ჩართული ამ არჩევნებში იმისათვის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ ჩავატაროთ Covid free კოვიდისაგან დაცული არჩევნები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system