თავში

პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა

პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა
პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა

"ჩვენი აქცენტი უნდა იყოს განვითარებაზე და ვაქცინაციაზე", - ეს განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. 

მისი თქმით, მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს. ღარიბაშვილმა შეახსენა მოსახლეობას, რომ ქვეყანაში დღეს ნახევარი მილიონი "ფაიზერის" ვაქცინა ჩამოდის. ქვეყანა ასევე მიიღებს ნახევარ მილიონ ჩინურ ვაქცინასაც. 

„მთელი ჩვენი აქცენტი უნდა იყოს განვითარებაზე და ვაქცინაციაზე. დღეს ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოდის. ეს არის ამერიკის მთავრობის დახმარება. გარდა ამისა, მილიონ ნახევარი ჩინური ვაქცინა არის საქართველოში და მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოვუწოდო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system