თავში

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა პარლამენტს ანგარიში წარუდგინა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა პარლამენტს ანგარიში წარუდგინა
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა პარლამენტს ანგარიში წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა, პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

ლელა აქიაშვილმა ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაზე, მის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და შესრულების მონიტორინგზე ისაუბრა. კომიტეტის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვა.

სხდომაზე იმსჯელეს სამომავლო ნაბიჯებზე, რაც მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თუ ბავშვების უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად, ასევე ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკის დასამკვიდრებლად.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ხაზი გაუსვა, რომ ის შედეგი, რაც ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებობს, საქართველოს პარლამენტის, სამინისტროების, საჯარო უწყებების, სახალხო დამცველის, თვითმმართველობების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინაციის დამსახურებით არის მიღწეული. მან მადლობა გადაუხადა პროცესში ჩართულ ყველა აქტორს.

ლელა აქიაშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებების საბჭო მომავალშიც განაგრძობს უწყებათაშორის კოორდინაციას, რათა ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი იქნას უზრუნველყოფილი როგორც პანდემიის დროს, ისე მის შემდგომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system