თავში

პრემიერი: არჩევნების გადადების რისკი არ არსებობს 

პრემიერი: არჩევნების გადადების რისკი არ არსებობს 
პრემიერი: არჩევნების გადადების რისკი არ არსებობს 

საერთოდ ვთვლი, რომ ასეთი რისკი არ არსებობს, თუ არსებობს, მინიმალურია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ არჩევნების თარიღის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს თემა შესაძლოა გამომდინარეობდეს იქიდან, რომ კრიზისს და პანდემიას ახასიათებს მაღალი დონის გაურკვევლობა.

„არჩევნებს, საკონსტიტუციო ვადებში არაფერი არ ემუქრება, მიუხედავად იმისა, რომ ერთ შემთხვევასაც და მეორესაც ერთი და იგივე ხალხი კიდევ და კიდევ პოლიტიკური სპეკულირებისთვის იყენებს. დღეის მდგომარეობით ასეთი რისკი არ არსებობს“, - განაცხადა პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system