თავში

პრემიერი: არჩევნების მეორე დღიდანვე ყოველდღიური შრომის ციკლზე გადავალთ

პრემიერი: არჩევნების მეორე დღიდანვე ყოველდღიური შრომის ციკლზე გადავალთ
პრემიერი: არჩევნების მეორე დღიდანვე ყოველდღიური შრომის ციკლზე გადავალთ

"შიდა ტურიზმის შედეგებს დღეს ბათუმში, ხელვაჩაურში, ქედაში, ყველგან ვხედავთ," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელვაჩაურში, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანზორ ბოლქვაძისა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენისას განაცხადა და დასძინა, რომ დასაკარგი დრო ქვეყანას არ აქვს და არჩევნების დასრულების მეორე დღიდანვე ქვეყანა სამუშაო რეჟიმზე უნდა გადავიდეს.

„როგორც კი ჩვენ სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვებთ, მეორე დღიდან უნდა გადავიდეთ უკვე მუშაობის, ყოველდღიური შრომის ციკლზე“, - განაცხადა პრემიერმა და დაამატა, რომ ხელვაჩაურის უნიკალურობას განაპირობებს ის , რომ აქ ერთ დონეზეა განვითარებული სოფლის მეურნეობა და ინდუსტრიული ეკონომიკა, ტურიზმიც, აქ ბევრი შესაძლობლობა აქვს ადამიანებს.

„სახელმწიფოს ძირითადი მოვალეობა გახლავთ ის, რომ ადამიანებს, რომელთაც არ ეზარებათ შრომა, შეუქმნას ყველა ის პირობა, რომ ღირსეულად იშრომონ და არჩინონ თავიანთი ოჯახები. სწორედ ამიტომ შექმნა სახელმწიფომ სხვადასხვა მიმართულებით სპეციალური პროგრამები საქართველოს თითოეული მოაქალაქისთვის, გლეხისთვის, რომ გახდეს ძლიერი ფერმერი. წელს ცოტა გაგვიჭირდა პანდემიასთან დაკავშირებით, არამხოლოდ ჩვენ ქვეყანას, გლობალურად ხედავთ, რომ ტურიზმის ნაკლებობაა აჭარაშიც და მსოფლიოშიც, თუმცა, ერთად დავირაზმეთ მთელი საქართველო და ვთქვით, რომ აღმოვაჩინოთ თავიდან ჩვენი ქვეყანა და შიდა ტურიზმის შედეგებს დღეს ბათუმში, ხელვაჩაურში, ქედაში, ყველგან ვხედავთ - საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან რამდენი სტუმარი ჰყავს აჭარას. მთავარი გახლავთ ის, რომ სახელმწიფოს და მთავრობის გადადგმული ნაბიჯები არის აბსოლუტურად გააზრებული“, - განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system