თავში

პრემიერი: ჩვენ გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში

პრემიერი: ჩვენ გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში
პრემიერი: ჩვენ გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში

ჩვენ გავიმარჯვებთ, რაც ყველაზე მთავარია სამართლიან ბრძოლაში,"- ამის სესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყვარელში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს, აქ, ყვარელში, ილიას სახლმუზეუმიდან ჩვენ უნდა მივმართოთ ჩვენს მოქალაქეებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს უნდათ წარსული დაგვავიწყონ, ეს წარსული არ უნდა დავივიწყოთ და დღეს, 11 აგვისტოს, პირველ რიგში, უნდა მოვიხსენიოთ ჩვენი შინდისის გმირები, 17 ქართველი ახალგაზრდა, რომლებმაც უთანასწორო ბრძოლაში სამშობლოს ერთიანობისთვის ყველანაირი ყოყმანის გარეშე ამ ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე გასწირეს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომლებზეც უნდა მოვუყვეთ ჩვენს შვილებს და მომავალ თაობას," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი ორიენტირებულია მოქალაქეებსა და ხვალინდელ დღეზე. მისივე თქმით, ადამიანი და მოქალაქე არის ზრუნვის ძირითადი საგანი და ეს ყოველთვის იყო და არის "ქართული ოცნების" მახასიათებელი ნიშანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system