თავში

პრემიერი: ჩვენი წარმატებული გამოცდილება გავუზიარე მსოფლიო ლიდერებს

პრემიერი: ჩვენი წარმატებული გამოცდილება გავუზიარე მსოფლიო ლიდერებს
პრემიერი: ჩვენი წარმატებული გამოცდილება გავუზიარე მსოფლიო ლიდერებს

საქართველოს წარმატებული გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარე მსოფლიო ლიდერებს გლობალური ვაქცინაციის სამიტზე, რომელსაც დღეს გაერთიანებული სამეფო მასპინძლობდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური მადლობას უხდის ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალურ ალიანსს და ყველა მონაწილეს, გლობალურ ჯანდაცვაში შეტანილი წვლილისთვის.

„საქართველოს წარმატებული გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარე მსოფლიო ლიდერებს გლობალური ვაქცინაციის სამიტზე, რომელსაც დღეს გაერთიანებული სამეფო მასპინძლობდა

მადლობას ვუხდი ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალურ ალიანსს და ყველა მონაწილეს გლობალურ ჯანდაცვაში შეტანილი წვლილისთვის.

ერთად ნამდვილად შევძლებთ უკეთესი და მეტად უსაფრთხო მომავალი შევუქმნათ ახალ თაობებს“, - წერს გიორგი გახარია „ტვიტერში“.  

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მასპინძლობით, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის (GAVI) სამიტში მიიღო მონაწილეობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system