თავში

პრემიერი: ეს არ იყო სრული "ლოკდაუნი" 

პრემიერი: ეს არ იყო სრული "ლოკდაუნი" 
პრემიერი: ეს არ იყო სრული ლოკდაუნი 

საგანგებო მდგომარეობის დროს ადამიანებისთვის სახლიდან გამოსვლა არ შეგვიზღუდავს, გარდა კომენდანტის საათისა, - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ლოპოტას ტბაზე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ფაქტობრივად სრული „ლოკდაუნი“ არ მომხდარა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მობილობა მსხვილი ბლოკებით შევზღუდეთ, ადამიანებისთვის სახლიდან გამოსვლა, გარდა საკომენდანტო საათისა საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, არ შეგვიზღუდავს. ეს არ იყო სრული ლოკდაუნი. ამიტომ ამას თავისი კიდევ უფრო მეტი გამოწვევა ჰქონდა. ჩვენ დღეს ცოტა უფრო წინ მივდივართ და ამ ყველაფერს ასე ვუყურებთ – ადამიანებს უნდა შეეძლოთ თავიანთ სოციალურ, ჩვეულებრივ ცხოვრებას ნელ-ნელა დაუბრუნდნენ. ყველას კარგად გვახსოვს, რომ საქართველოში საარჩევნო წელია. სულ რამდენიმე თვეში იქნება არჩევნები, წინასაარჩევნო პოლიტიკური პროცესი აგიტაციიდან დაწყებული, შეჯიბრებითობა პარტიებს შორის, ამასაც თავისი მობილობა და ადამიანებთან შეხვედრა მოჰყვება. არჩევნები, თვითონ ეპიდემიის პირობებში, საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა. მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ფიზიკურ არჩევნებზე, როდესაც ადამიანები საარჩევნო უბანზე უნდა მივიდნენ და თავისი არჩევანი უნდა დააფიქსირონ, ჩვენ ამ მიმართულებითაც ახლა ძალზედ სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა არჩევნების გამო ეპიდემიოლოგიური ან ვირუსის გავრცელების რაიმე საფრთხე იყოს მინიმიზებული და ჩვენ ამას შევძლებთ ყველა შემთხვევაში“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system