თავში

პრემიერი გაეროს რეზოლუციაზე: დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება

პრემიერი გაეროს რეზოლუციაზე: დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება
პრემიერი გაეროს რეზოლუციაზე: დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება

კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

მთავრობის მეთაური პარტნიორებს გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„დღეს გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის სხდომაზე უპრეცედენტო მხარდაჭერით იქნა მიღებული რეზოლუცია იძულებით ადგილნაცვალი პირების შესახებ, რითაც მათი და დევნილების სახლში დაბრუნების უფლება იქნა განმტკიცებული. გაეროს რეზოლუციას 84 მხარდამჭერი ქვეყანა და 54 თანაინიციატორი ჰყავს. კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება! მადლობას ვუხდი პარტნიორებს მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ცნობისთვის, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" მიიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system