თავში

პრემიერი: იმედია, ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა ხელს შეუწყობს ურთულესი პრობლემის მოგვარებას

ხელს შეუწყობს ურთულესი პრობლემის მოგვარებას
პრემიერი: იმედია, ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა ხელს შეუწყობს ურთულესი პრობლემის მოგვარებას

იმედს გამოვთქვამ, რომ ეს შეხვედრა, რომელიც შედგა გენერალური ასამბელის შტაბბინაში ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთულესი პრობლემის მოგვარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრასთან დაკავშირებით გააკეთა.

„საერთაშორისო წესები, კანონმდებლობა და მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან. ამ სულისკვეთებით შედგა ეს შეხვედრა, სრულ სინქრონში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ 27 სექტემბერს უნდა გვესმოდეს, რომ ცივი პრაგმატული პოლიტიკა, ომი არ არის გამოსავალი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system