თავში

პრემიერი: მე ეს კვლევები არ მჭირდება, ,,ოცნების" მხარდაჭერას არჩევნებზე ვნახავთ

პრემიერი: მე ეს კვლევები არ მჭირდება, ,,ოცნების" მხარდაჭერას არჩევნებზე ვნახავთ
პრემიერი: მე ეს კვლევები არ მჭირდება, ,,ოცნების მხარდაჭერას არჩევნებზე ვნახავთ

მე ეს კვლევები არ მჭირდება, მე ვგრძნობ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს Survation-ის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ 55,7%-ით ლიდერობს.

მთავრობის მეთაურმა მოუწოდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, წყნარად, მშვიდად და სამართლიანობის და ღირსების უმაღლესი სტანდარტებით მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ თავიანთი აზრი.

„ეს საკმაოდ ფრთხილი ციფრებია. ბოლო ორი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა. მე ეს კვლევები არ მჭირდება, მე ვგრძნობ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი და ამას ჩვენ არჩევნებზე ვნახავთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system