თავში

პრემიერი: პატრიარქი არის სიმბოლო ეკლესიის და სახელმწიფოებრიობის

პრემიერი: პატრიარქი არის სიმბოლო ეკლესიის და სახელმწიფოებრიობის
პრემიერი:  პატრიარქი არის სიმბოლო ეკლესიის და სახელმწიფოებრიობის

წმინდა სინოდის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. განცხადება გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

"ის რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ეს გახლავთ მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოზე და ეკლესიაზე, რა თქმა უნდა გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ ქვეყნის წყნარი და მშვიდობიანი განვითარება, ცდილობენ სხვადასხვა სახის პროვოკაციებით ზიანი მიაყენონ ჩვენი ყვეყნის ხვალინდელ დღეს. ასეთი მცდელობა ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვნახეთ, როდესაც რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსთან მიმართებაში. დღეს როგორც ჩანს გადაწყვიტეს დესტრუქციული ქმედებებით შეიტანონ გაურკვევლობა ეკლესიაში, რა თქმა უნდა ეს არის დაუშვებელი და ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოს პატრიარქი არის სიმბოლო ეკლესიის და სახელმწიფოებრიობის. არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ სახელმწიფოში და ეკლესიაში მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით რისკის ქვეშ დააყენონ ჩვენი და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე."- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ წმ. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პეტრე ცაავას მღვდელმსახურება შეუჩერდა და ის პატრიარქმა მონასტერში გაამწესა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system