თავში

პრემიერი: რაჭაში ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას დრო 2021 წლამდე დასჭირდება

პრემიერი: რაჭაში ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას დრო 2021 წლამდე დასჭირდება
პრემიერი: რაჭაში ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას დრო 2021 წლამდე დასჭირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, რაჭაში დღეის მდგომარეობით, წყალი და ელექტროენერგია ყველა სოფელს მიეწოდება. აღნიშნული განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

გიორგი გახარიას თქმით, ზარალის შედეგების სრულფასოვან აღდგენას დრო 2021 წლამდე დასჭირდება.

"რაჭაში სტიქია გვქონდა, საკმაოდ მასშტაბური და მძიმე. მიმდინარეობს შედეგების აღმოფხვრა, სარეაბილიტაციო სამუშაოები. საბედნიეროდ მოსალოდნელზე სწრაფად დასრულდა პირველადი საჭიროების სამუშაოები, რაც ნიშნავს იმას, რომ მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა აღდგა საკმაოდ სწრაფად.

ასევე ყველა სოფელს მიეწოდება დღეის მონაცემებით, როგორც წყალი, ასევე ელექტროენერგია. თუმცა კაპიტალური სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები გრძელდება და დღეს ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ საგზაო მიმართულებით ამ კაპიტალური სამშენებლო სამუშაოებისთვის, განსაკუთრებით დამატებითი თანხების გამოსაყოფად. რეალურად სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, როგორც ჩანს სრულფასოვან აღდგენას კაპიტალური ინფრასტრუქტურის დასჭირდება დრო დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system