თავში

პრემიერი: სწრაფმა ტესტირებამ ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნები შეიყვანა შეცდომაში

პრემიერი: სწრაფმა ტესტირებამ ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნები შეიყვანა შეცდომაში
პრემიერი: სწრაფმა ტესტირებამ ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნები შეიყვანა შეცდომაში

უამრავი ქვეყნის მაგალითმა აჩვენა, რომ სწრაფმა ტესტირებამ, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნები შეიყვანა შეცდომაში, როდესაც ტესტების სიზუსტის ალბათობის პროცენტი იყო საკმაოდ დაბალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოხდა ინფიცირების წყაროების შეფასება და იმ ეტაპზე, როდესაც იმპორტირებულ ინფიცირებაზე იყო საუბარი, გადაიკეტა საზღვრები და გაკეთდა საკარანტინო ზონები.

„შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ სწრაფი ტესტები და მასობრივი, აგრესიული ტესტირება არის პანაცეა და ეს იყო ერთადერთი გამოსავალი, უამრავი ქვეყნის მაგალითმა აჩვენა რომ სწრაფმა ტესტირებამ, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე რამხელა სისტემური, ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნები შეიყვანა შეცდომაში, როდესაც ტესტების სიზუსტის ალბათობის პროცენტი იყო საკმაოდ დაბალი. ამიტომ, ჩვენ, უბრალოდ, შევაფასეთ ინფიცირების წყაროები. ჯერ ეტაპზე, როდესაც იმპორტირებულ ინფიცირებაზე იყო საუბარი და გადავკეტეთ საზღვრები და გავაკეთეთ საკარანტინო ზონები. როგორც კი დაიწყო შიდა გავრცელება, გავაკეთეთ რამდენიმე ბუფერი, ეს იყო 112, სატელეფონო მომსახურება, შემდეგ იყო ცხელების ცენტრები და შემდეგ საკარანტინე ზონები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system