თავში

პრემიერი: ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება, ხმა მივეცი მომავალს

პრემიერი: ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება, ხმა მივეცი მომავალს
პრემიერი: ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება, ხმა მივეცი მომავალს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. გიორგი გახარია საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა. 

როგორც ხმის მიცემის შემდეგ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, მან საკუთარი არჩევანი გააკეთა და ხმა უკეთეს საქართველოს მისცა. 

,,მე ხმა მივეცი, დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ, დასავლურ სახელმწიფოს, სახელმწიფოს და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლების ფასი, ღირსების ფასი. ხმა მივეცი, რა თქმა უნდა, ისეთ საქართველოს, რომელიც ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და ხვალ იქნება კიდევ უფრო უკეთესი ვიდრე არის დღეს და ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება. მომავალს მივეცი ხმა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს. 

ყველაფერი, რაც 2020 წლის არჩევნების შესახებ უნდა ვიცოდეთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system