თავში

პრემიერის მრჩეველი: ბავშვთა და შშმ პირთა უფლებების დაცვა მთავარი პრიორიტეტია

პრემიერის მრჩეველი: ბავშვთა და შშმ პირთა უფლებების დაცვა მთავარი პრიორიტეტია
პრემიერის მრჩეველი: ბავშვთა და შშმ პირთა უფლებების დაცვა მთავარი პრიორიტეტია

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება პრაქტიკული, მარტივი ენით ვისაუბროთ იმ პრიორიტეტებზე, რაც ქვეყანას უნდა ჰქონდეს და აქვს ადამიანის უფლებების მიმართულებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ყურადღება გაამახვილა გენდერულ თანასწორობასა და ქალთა უფლებების დაცვაზე, როგორც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე.

„ვისაუბრებ იმ სამ პრიორიტეტზე, რომელიც დღეს ადამიანის უფლებათა საბჭოს აქვს. ეს არის ბავშვთა უფლებების დაცვა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, ასევე - დისკრიმინაციის საწინააღმდეგო და თანასწორობის პოლიტიკის დამკვიდრება. ამ მიმართულებით ადამიანის უფლებათა საბჭო აგრძელებს მუშაობას“, - განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

პრემიერის მრჩევლის თქმით, ადამიანის უფლებათა საბჭო ქვეყნის მასშტაბით ადამიანის უფლებათა ახალ სტრატეგიაზე მუშაობს და ამ პროცესში აქტიურად ითანამშრომლებს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე ახალგაზრდებთან.

„ჩვენ მარტივი, გასაგები ენით ვისაუბრებთ იმ ღირებულებებზე, რაც თითოეულ ჩვენგანს შეეხება და რაც შესაძლოა, სტრატეგიის ნაწილია და ამავდროულად, თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდება“, - განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system