თავში

პრემიერის მრჩეველი: კანონმდებლობა ძალადობასთან მიმართებაში გამკაცრდა

პრემიერის მრჩეველი: კანონმდებლობა ძალადობასთან მიმართებაში გამკაცრდა
პრემიერის მრჩეველი: კანონმდებლობა ძალადობასთან მიმართებაში გამკაცრდა

ბოლო 2 წლის განმავლობაში კანონმდებლობა ძალადობასთან მიმართებაში საკმაოდ გამკაცრდა და დღესდღეობით გვაქვს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი კანონმდებლობა, რიმელიც სტამბოლის კონვენციას ეფუძნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა განაცხადა.

„ეს არის ერთ-ერთი მოწინავე კანონმდებლობა ევროპაში. ამას უნდა მივაყოლოთ ცნობიერების ამაღლება. გეთანხმებით, რომ ჩვენს დღის წესრიგში მთავარი და მუდმივი საკითხია განგრძობადი მუშაობა საზოგადოებასთან და საზოგადოების ჩართულობით, რათა კიდევ უფრო მიუღებელი გახდეს ძალადობა და მეტი ადამიანის შინაგანი პროტესტი გამოიწვიოს ნებისმიერი ძალადობის ფაქტმა“, - განაცხადა ლელა აქიაშვილმა. 

მან ხაზი გაუსვა, რომ ოჯახში ძალადობა არის ძალიან რთული სოციალური და სისხლის სამართლებრივი დანაშაული.

„ოჯახში ძალადობა შეიძლება მოხდეს ყველგან და არც ერთი ოჯახი არ არის დაზღვეული ძალადობისგან, მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა. ძალადობის ტიპის მიუხედავად, იქნება ეს ფიზიკური, სექსუალური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური, თუ ა.შ. და იქნება ეს ერთჯერადი, თუ მრავალჯერადი, თვითონ ძალადობის ფაქტმა შეიძლება ძალიან რთული ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინოს მასში ჩართულ ყველა მხარეზე“, - აღნიშნა ლელა აქიაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განმარტა, რომ გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია უზრუნველყოფს კოორდინაციას უწყებებს შორის და აქტიურად მუშაობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაზე, ქალების ეკონომიკური გაძლიერებაზე, განათლების სისტემაში ამ საკითხების ასახვაზე, ადგილობრივ თვითმმართველობებთან და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობაზე და ოჯახში ძალადობის პრობლემაზე კომპლექსურ და თანმიმდევრულ მუშაობაზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system